საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც 30 სექტემბერს დასრულდება. რემონტის ფარგლებში ახლდება დარბაზი, საშხაპე და მთლიანად სავარჯიშო ფართი. შენობაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოების გარდა დაწყებულია მისი ფასადის შეცვლაც.
ოლიმპიური ცენტრში დაწყებული სარემონტო სამუშაოები საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნას, სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სპორტსმენების განკარგულებაში იქნება თანამედროვე სტანდარტებისთვის შესაბამისი დიზაინისა და ინვენტარის მქონე დარბაზი, რომელიც მათ სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება.
<< დაბრუნება | 2013-09-11 |