სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

ზოგადი ინფორმაცია

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

 

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას.

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა.

მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

 

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 41

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ელექტრონული ფორმით გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

გვანცა ტომარაძე

ტელ: 577 77 67 82

ელ.ფოსტა: g.tomaradze@olympiccentre.ge

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა

ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე - g.tomaradze@olympiccentre.ge სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ან/და სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან  www.my.gov.ge

საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  ელექტრონული  ფორმით  წარდგენილი  მოთხოვნა უნდა  შეიცავდეს

ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის   სახელს,  გვარს,  პირად ნომერს,  ტელეფონის ნომერს.

ბ)ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს,  იურიდიულ მისამართს, ტელეფონის  ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს.

გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი,  მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.

ამ მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს მიერ არ განიხილება.

 

პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის სპეციალისტი

გვანცა ტომარაძე

ტელ: 577 77 67 82

ელ.ფოსტა: g.tomaradze@olympiccentre.ge

მიმაგრებული დოკუმენტები: