საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ,,სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში,, 8-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის გახსნილია ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ძალოსნობისა და მძლეოსნობის უფასო სექციები.
ოლიმპიურ ცენტრში ცხოვრობს და ვარჯიშობს 150 სპორტსმენი, რომლებიც მაღალი ხარისხის სამჯერადი კვებითა და საცხოვრებელი პირობებით სარგებლობენ. მათ განკარგულებაშია ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, კრივის დარბაზი, მძლეოსნობისა და მშვილდოსნობის სივრცეები, საფეხბურთო მოედნები.
„ცენტრში“ ფუნქციონირებს უფასო სექციები გარედან მოსიარულე ბავშვებისთვისაც, რომლებსაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ამჟამად ოლიმპიურ ცენტრში 400-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიზანია: