სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა სკოლებში კალათბურთის უფასო წრეების გახსნა დაიწყო

ოლიმპიურმა ცენტრმა სკოლებში კალათბურთის უფასო წრეების გახსნა დაიწყო

 

2013 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა" ახალი პროექტის  „კალათბურთის უფასო სექციები“-ს განხორციელება დაიწყო.

ოლიმპიურმა ცენტრმა საკალათბურთო კლუბ „ოლიმპთან“ ერთად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საქართველოს ოთხ საჯარო სკოლაში კალათბურთის სწავლების უფასო სექციები დააარსა.  კლუბსა და საშუალო სკოლას შორის თანამშრომლობის შესახებ მომზადებულია მემორანდუმი, რომლის თანახმად შესაბამისი სპორტული დარბაზის მქონე საჯარო სკოლაში კლუბი საკუთარი სახსრებით მიავლენს მაღალკვალიფიციურ მწვრთნელს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს უფასო საკალათბურთო ვარჯიშებით, ბურთებითა და სხვა საჭირო  ინვენტარით უზრუნველყოფს.

უფასო საკალათბურთო სექციებით სარგებლობა პროექტში ჩართული სკოლის დაწყებითი კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.

 

 

პროექტის მიზანია:

·         სკოლის მოსწავლეების სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა;

·         დაწყებით კლასებში  კალათბურთის პოპულარიზაცია;

·         ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადება;

·         ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა;

 

სამომავლოდ, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება 10-15 საჯარო სკოლასთან იგეგმება. ამ მხრივ დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს რეგიონებს, რათა უფასო საკალათბურთო წრეები  ყველა მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

საკალათბურთო კლუბსა და სკოლის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკების საფუძველზე პროექტში ჩართულ სკოლებს შორის შეიქმნება „ოლიმპის“ ლიგა და პერიოდულად გაიმართება ტურნირი, რომელიც  საუკეთესო სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გამოავლენს.

 

ამჟამად პროექტი შემდეგ სკოლებში ხორციელდება:

 

1. ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლა (მისამართი: ქალაქი გორი, დ. ამილახვარის ქ. 26,)

პროექტი დაიწყო 2013 წლის 1 ოქტომბერს

ვარჯიშობს 46 მოსწავლე ( ორი ჯგუფი)

მწვრთნელი - ზურაბ ლეკიშვილი

 

2. ქალაქ თბილისის 162-ე საჯარო სკოლა (მისამართი ქალაქი თბილისი, ფანასკერტელის ქ. #12)

პროექტი დაიწყო 2013 წლის 1 ოქტომბერს

ვარჯიშობს 34 მოსწავლე ( ორი ჯგუფი -გოგონები და ვაჟები) 

მწვრთნელი - საბა ნერგაძე

 

3.   ქალაქ თბილისის 181-ე საჯარო სკოლა (მისამართი: ქალაქი თბილისი, მუხიანის IV მ/რ)

პროექტი დაიწყო 2014 წლის 17 თებერვალს

ვარჯიშობს 20 მოსწავლე (ერთი ჯგუფი)

მწვრთნელი - ვაჟა ჭოტაშვილი

 

4. ქალაქ თბილისის 69-ე საჯარო სკოლა (მისამართი: ქალაქი თბილისი, გლდანის VII მ/რ)

პროექტი დაიწყო 2014 წლის 17 თებერვალს

ვარჯიშობს 20 მოსწავლე (ერთი ჯგუფი)

მწვრთნელი - გურამ მეგრელიძე

<< დაბრუნება 2014-03-16