სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გამარჯვებული ძალოსნები საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა

გამარჯვებული ძალოსნები საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა

დუშეთის კულტურის სახლში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. 11 სექტემბერს საუკეთესოები  60, 62, 69 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, 12 სექტემბერს მედლები 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელმა ძალოსნებმა გაითამაშეს, 13 სექტემბერს კი 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები გამოვიდნენ.

ჩემპიონატზე საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან გამარჯვებისთვის რვა სპორტსმენმა იბრძოლა. ნიკა ნანაძე (94 კგ) და თორნიკე თოდაძე (69 კგ) ჩემპიონები გახდნენ, გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ) მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გოგა ჩხეიძე (69 კგ) მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მონაწილეს, აჩიკო მალაყმაძე (51 კგ), გიგი პატარაშვილი (69 კგ), თემურ პერტაია (85 კგ) და ნიკა წიკლაური (94 კგ) პირველ ხუთეულში მოხვდნენ.

აღნიშნული ჩემპიონატისთვის სპორტსმენები საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა მოამზადა.

დუშეთში გამართულ ჩემპიონატის დახურვას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო და გამარჯვებულ სპორტსმენები ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ძალოსნებისა და მათი მწვრთნელების მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატა.

 

 

 

 

<< დაბრუნება 2014-09-13