საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს 28 ნოემბერს სომხეთის სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა მინისტრი გაბრიელ კაზარიანი ეწვია. ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა მინისტრს გლდანში არსებული ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, საფეხბურთო მოედნები და სპორტსმენთა საცხოვრებელი და სასადილო კორპუსები დაათვალიერებინა. ვიზიტისას მხარეებმა სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიურ ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
მანამდე, გაბრიელ ღაზარიანმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში 2015-16 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს სომხეთისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის ეფექტური განხორცილებისთვის შეიქმნა ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, სასკოლო, საუნივერსიტეტო და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, დაინტერესებულ მხარეთათვის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რეკომენდაციების გაცემას გულისხმობს.
<< დაბრუნება | 2014-11-29 |