სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
წყალტუბომ ძალოსნებს უმასპინძლა

წყალტუბომ ძალოსნებს უმასპინძლა

20-21 დეკემბერს წყალტუბოში გამართულ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის რესპუბლიკურ ტურნირზე 20-წლამდელთა შორის, ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა, რომლებიც საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა მოამზადა, ორი ოქრო და ხუთი ვერცხლი მოიპოვეს.

პირველი ადგილი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე თოთაძემ მოიპოვა, მან გოგა ჩხეიძეს ატაცში (127 კგ) 2 კილოგრამით აჯობა, აკვრაში კი თავისი უპირატესობა კიდევ სამი კილოგრამით გაზარდა და ჩემპიონის თასს დაეუფლა.

ჩემპიონი გახდა გიორგი დოკვაძეც, რომელმაც 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ხოლო აჩიკო მალაყმაძე (62 კგ), გოდერძი ბერდელიძე (69 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) და გიორგი მაისურაძე (105 კგ) ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.

94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ქარციძემ ლონგო ბრეგვაძეს ერთი კილოგრამით აჯობა. მანამდე, პირველი სახეობის ატაცის შემდეგ კონკურენტი 3 კილოგრამით უგებდა. ამ წონაში უკონკურსოდ გამოდიოდა აჭარის წარმომადგენელი ვილი ალექსიძეც, რომელმაც ორჭიდის ჯამში 320 კილოგრამი აწია.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ძალოსნებმა მიიღეს - თბილისი (2 გუნდი), დუშეთი, რუსთავი, ხაშური, საჩხერე, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ჩაქვი და კლუბი „წყალტუბო“.

 

<< დაბრუნება 2014-12-22