სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი ასათიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდა

გიორგი ასათიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდა

23 დეკემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი, თანამშრომლებთან ერთად, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდა და საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცა. ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელისგან მოზარდები ფეხბურთის, კალათბურთისა და რაგბის ბურთებით დასაჩუქრდნენ.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს შშმ პირებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მე-200 საჯარო სკოლის დირექტორის მარინა უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათ სპორტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და ინტერესე აქვთ.

სამომავლოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოლიმპიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან - იანვარიდან საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა მე-200 საჯარო სკოლის მოსწვალეების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირის გამართვას გეგმავს.

 

<< დაბრუნება 2014-12-24