შვედეთის ქალაქ ლანდსკორნაში 1-9 აგვისტოს ტარდება ევროპის ჩემპიონატი 15 და 17 წლამდელ ძალოსანთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა აჩიკო მალაყმაძემ (56 კგ) პირველ მოძრაობაში - "ატაცში" ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მეორე დასკვნით მოძრაობაში - "აკვრაში" ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, საერთო ჩათვლაში კია მე-3 ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო სულ ოთხმა სპორტსმენმა წარადგინა: აჩიკო მალაყმაძემ (56 კგ), ედუარდ კაკაბაძემ (62 კგ), რევაზ დავითაძემ (77 კგ) და ირაკლი ჩხეიძემ (კგ).
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა შვედეთში გამგზავრებამდე წვრთნა ბაზალეთზე გაიარეს.
<< დაბრუნება | 2015-08-05 |