სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
1 ოქრო, 3 ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო

1 ოქრო, 3 ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო

10–12 სექტემბერს ახალმა არენამ ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა წარმატებულად იასპარეზეს.

ჩემპიონატის პირველ დღეს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი მედალი მოიპოვეს: გამარჯვებული გოგა ჩხეიძე (69 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ) მოიპოვა, ხოლი გიორგი დოკვაძემ (56 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

11 სექტემბერს ზურაბ ანთაურის მოსწავლეებმა კიდევ ორი მედალი აიღეს: ლაშა კოპალიანი (85 კგ) - ვერცხლი და ნიკა ნანაძე (95 კგ) - ბრინჯაო. ჩემპიონატის დასკვნით დღეს კი მეორე ადგილი გიორგი თურმანიძემ (+105 კგ) დაიაკვა, ხოლო გიორგი მაისურაძე (105 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა აღნიშნა, რომ შეჯიბრება მაღალ დონეზე იყო ორგანზიებული და მადლობა გადაუხადა მსაჯთა კომიტეტსა და ჩემპიონატის ყველა მონაწილეს.

საქართველოს ჩემპიონატი
ძალოსნობა
თბილისი. ფრენბურთის არენა
10-12 სექტემბერი

56 კგ
1. ზაზა ფუტკარაძე
2. ზვიად ფუტკარაძე
3. გიორგი დოკვაძე

69 კგ
1. გოგა ჩხეიძე
2. ვაჟა ქავთარაძე
3. ნოდარ კაკაბაძე

77 კგ
1. გიორგი ლომთაძე
2. ირაკლი გაბრიჭიძე
3. თორნიკე თოდაძე

85 კგ
1. დათო ხარატაშვილი
2. ლაშა კოპალიანი
3. რეზი დავითაძე

94 კგ
1. რაულ ცირეკიძე
2. ლონგიზონ ბრეგვაძე
3. ნიკა ნანაძე

105 კგ
1. გიორგი ჩხეიძე
2. ალუდა მანაგაძე
3. გიორგი მაისურაძე

+105 კგ
1. ირაკლი თურმანიძე
2. გიორგი თურმანიძე
3. ზაალ კვიციანი

 

<< დაბრუნება 2015-09-13