ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელების წარმატება კრივში
10-13 დეკემბერს თბილიშსი გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში დიდებს შორის.
აღნიშნულ ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა გელა აბაშიძემ (69 კგ), ნიკა სეხნიაშვილმა (81 კგ) და ალექსანდრე დოკვაძემ (91 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, გიორგი დოლიაშვილი (64 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ლევან ლუხუტაშვილი (85 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მოკრივეებს შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული ასევე მოიპოვეს ნოდარ დარბაიძემ (49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრიამ (52 კგ), მერაბ თურქაძემ (56 კგ) ოთარ ერანოსიანმა (60 კგ), ლაშა გურულმა (64 კგ), კონსტანტინე ხვისტანმა (75 კგ) და მიხეილ ბახტიძემ (+91 კგ).
გოგონებს შორის კი შეჯიბრის გამარჯვებული ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ რამაზ ნიკოლაძის აღსაზრდელი დაშა მუჩაიძე (64 კგ) გახდა.
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მწვრთნელ რამაზ ნიკოლაძეს აღნიშნულ წარმატებას!