3 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.
სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმაც მოიპოვა აღნიშნული ჯილდო.
პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EMMI) ACCESS-ის პროექტი.
<< დაბრუნება | 2019-05-03 |