დღეს ოლიმპიურ ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე ,, დოპინგი და სპორტი,,. აღნიშნულ სემინარს საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს ვიცე-თავჯდომარე თეიმურაზ უკლება უძღვებოდა.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს სპორტსმენებისათვის, მრწთვნელებისათვის, სპორტსმენთა დამხმარე პერსონალისათვის და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებისათვის ინფორმაცია დოპინგის, ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ნეგატური გავლენაზე. უკეთ გააცნოს თუ რა არის ანტი-დოპინგური წესების დარღვევა და იცნობდეს აკრძალულ სიაში ჩამოთვლილი ნივთიერებებს.
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური პროგრამის შესრულება საშუალებას იძლევა დაიცვას სპორტსმენების უფლება მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში, რომლებიც თავისუფალია დოპინგისაგან და ამ მიზნით პროპაგანდა გავუწიოთ ჯანმრთელობას, სამართლიანობას და თანასწორუფლებიანობას.
<< დაბრუნება | 2019-10-09 |