ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები უშანგი მარგიანი (81 კგ.) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ტოკიოში გრანდ-სლემზე იასპარეზებენ. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ:
-60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
-73 კგ - ფრიდონ გიგანი
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
-100 კგ - ალექსანდრე მსხალაძე
+100 კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე
ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩებიან. მათთან ერთად ვარჯიშებში მონაწილეობას: ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნოდარ მეტრეველი და ადამ ოქრუაშვილი მიიღებენ.
<< დაბრუნება | 2013-11-26 |