ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) თბილისში გამართულ ძიუდოს გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველი გამარჯვება სომეხ გრიგორ ივანიანთან წუთსა და 24 წამში მოიპოვა, მან თავის მეტოქეს სუფთა გდებით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა.
„ოლიმპიური ცენტრის“ აღზრდილმა ძიუდოსიტმა მომდევნო წარმატებას აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან მიაღწია და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო. საფაროვმა ვაზარის და იუკოს მოპოვება შეძლო, ჩხვიმიანს ვაზარი ჰქონდა მოპოვებული და ბოლო წამებზე მეტოქეს აქტიურად უტევდა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო.
60 კილოგრამში დამამშვიდებელი ჯგუფის შეხვედრაში ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოს ნაკრების ძიუდოისტს პაატა მერებაშვილს დაუპირისპირდა. ჩხვიმიანმა მერებაშვილს ვაზარით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზახ გაბიტ იასიმბეტოსთან იჭიდავა. ქართველმა სპორტსმენმა თავისი მეტოქე დააიპონა და მესამე ადგილის მფლობელიც გახდა.
ბრინჯაოსთვის ბრძოლა გააგრძელა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) გიორგი ბროლაშვილის დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც რუს ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ გალსტიანს დაეჭიდება.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვების შანსი მალევე დაკარგეს გიორგი ქალდანმა და გელა კელიხაშვილმა, ტრისტან ფეიქრიშვილი და შალვა ქარდავა კი რეპეშაჟში დამარცხდნენ.
ძიუდოს გრან პრის გათამაშება 21 მარტს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება. თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირში 24 ქვეყნის 192 ძიუდოისტი გამოდის. ამათგან 37 სპორტსმენი საქართველოს სახელით მონაწილეობს. ძიუდოისტები თბილისის გრან პრიზე გამარჯვების შემთხვევაში 300 სარეიტინგო ქულას მიიღებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 100 ათასი დოლარია.
თბილისის ძიუდოს გრან პრი
სპორტის სასახლე. 21-23 მარტი
ვაჟები
60 კგ
1. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
2. იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)
3. არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
66 კგ
1. ნიჯატ შიხალიზადე (აზერბაიჯანი)
2. გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3. ბატგერელ ბაცეცეგი (მონღოლეთი)
3. ალინ გადანოვი (რუსეთი)
ქალები
48 კგ
1. ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)
2. მარიანა ჩერნიაკი (უკრაინა)
3. ამელი როსენუ (ისრაელი)
3. დილარა ლოხმანიკიმი (თურქეთი)
52 კგ
1. გილი კოენი (ისრაელი)
2. როსალბა ფორჩინიტი (იტალია)
3. ნატალია კაზიუტინა (რუსეთი)
3. ტატიანა ლევისკა (უკრაინა)
57 კგ
1. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)
2. იოვანა როგიჩი (სერბეთი)
3. სუსანა ჰევონდიანი (უკრაინა)
3. კიფაია გასიმოვა (აზერბაიჯანი)
<< დაბრუნება | 2014-03-21 |