სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანი სამსუნის ტურნირში ჩაერთო

უშანგი მარგიანი სამსუნის ტურნირში ჩაერთო

სამსუნში მიმდინარე გრან პრის მეორე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან სმედლებისთვის ბრძოლაში უშანგი მარგიანი (81 კგ) ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) ჩაერთვნენ.

უშანგი მარგიანი (81 კგ) ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც თბილისის გრან პრის ფინალისტს, ამერიკელ ტრევის სტივენსს დაეჭიდა და უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებებით წააგო. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხე შიდო საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე მიიღო.

ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) შეჯიბრება გერმანელ კრისტოფერ ფოლეკთან შეხვედრით გახსნა. მეტოქეს თავიდანვე შეუტია და ორი შიდო მიაღებინა. მესამე წუთის დასაწყისში კი ვაზარზე დასცა, მაგრამ ტაქტიკურ ჭიდაობას საქმის ვადაზე ადრე მომთავრება ამჯობინა და დაისაჯა. ჯერ იუკო და ვაზარი გაუშვა, ბრძოლის მიწურულს სუფთა გდებაზე წამოეგო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგა.

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) პირველსავე წრეში თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან დამარცხდა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქეს 5 წუთის განმავლობაში ერთი ილეთიც ვერ შეუსრულა.

მედლის აღება ვერ მოახერხა შორენა შარაძემაც, რომელიც (63 კგ) პოლონელ აგატა ოზდობასთან საწყის ეტაპზევე იპონით დამარცხდა.

ტურნირის მესამე დღეს საქართველოს დროშის ქვეშ ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), იოსებ მსხალაძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) იჭიდავებენ.

www.worldsport.ge

<< დაბრუნება 2014-03-30