საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა 5-6 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ევროპის თასზე იასპარეზა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ: საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი უშანგი მარგიანი (81 კგ.) თორნიკე ნაგლიაშვილი (55 კგ.), ივანე ჯავახიშვილი (60 კგ.), გიორგი გუგულაშვილი (66 კგ.) და გუგა კიბორძალიძე (+100 კგ.).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ხატია ჯანაშვილმა (63 კგ.) და ომარ ნიაზაშვილმა (73 კგ.), მესამე ადგილი კი დაიკავეს: ბექა ვიბლიანმა (66 კგ.), ილია მალვენიშვილმა (90 კგ.), ზაურ მამარდაშვილმა (90 კგ.), გიორგი თაყაძემ (100 კგ.) და გიგა გელაშვილმა (+100 კგ.).
<< დაბრუნება | 2014-04-11 |