საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 17-18 მაისს ევროპის თასზე იასპარეზა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში გაიმართა.
აღნიშნულ ჩემპიონატზე ქართველმა კადეტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ახალგაზრდა ძოიდოისტებმა ჯამში შვიდი მედალი მოიპოვეს - 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თემურ ნოზაძე (-50კგ), ჯამბულ ქურდიანი (-60კგ), გიგა გიგაური (-73კგ) და გიორგი გველესიანი (-90კგ).
ვერცხლის მედალი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ვანო ხუბაშვილმა (-50კგ) დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედლები რობიზონ ბეგლარაშვილმა (-55კგ) და ბექა უდესიანმა (-66კგ) მოიპოვეს.
<< დაბრუნება | 2014-05-20 |