სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვანო ხუბაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა

ვანო ხუბაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მეხუთე ადგილით დაასრულა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4-6 ივლისს ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 40 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ამავე ასაკობრივი ჯგუფის გოგონათა გუნდი კი ბერძნულ ტატამზე არასრული შემადგენლობით გავიდა და ტურნირი მედლის გარეშე ჩაამთავრა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ვანო ხუბაშვილმა (50 კგ), თემურ ნოზაძემ (50 კგ), რობიზონ ბეგლარაშვილმა (55 კგ), ჯამბულ ქურდიანმა (60 კგ), ნატალია ყიფშიძემ (40 კგ), მზია ბებოშვილმა (48 კგ) და სალომე მარგიანმა (48 კგ) იჭიდავეს.

მედლის მოპოვება მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო: თემურ ნოზაძე (50 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო რობიზონ ბეგლარაშვილი (55 კგ) - ბრინჯაოს.

მესამე ადგილისთვის იჭიდავეს  ვანო ხუბაშვილი (50 კგ) და ნატა ყიფშიძემ (40კგ).

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თემურ ნოზაძე ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ ზაბოლოტნისთან ვეღარას გახდა და ვერცხლს დასჯერდა. გადამწყვეტ ბრძოლამდე ქართველმა ჭაბუკმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, მათ შორის თანაგუნდელი ვანო ხუბაშვილი (50 კგ), რომელსაც ვაზარით მოუგო. მეოთხედფინალამდე თემურ ნოზაძემ იპონ-იპონ ჩამოიშორა უნგრელი ბენს პონგრაჟი და ბელარუსი ილია ზაიცაუ. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კონსტანტის სემეონიდისს შიდოთი აჯობა.

რობიზონ ბეგლარაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლის შანსი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ აჩმიზოვთან ორი იუკოს წაგებით დაკარგა. ამ შეხვედრამდე ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფრანგი სედრიკ მიტონისა და ბელგიელი დამ სიემ ვანის ძლევა მოასწრო. რეპეშაჟის პირველ წრეში ნიკოლაე ფოკას და იტალიელ ფაბრიციო მაგოცის აჯობა, ბრინჯაოს ფინალში კი ბელგიელ ხორე ვერსტრაეტენს მეოთხე წუთის დასაწყისში შეუსრულა იპონი.

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა ძიუდოისტმა ვანო ხუბაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელ მეჰდი ასგაროვს ვაზარი და იუკო აუღო, მერვედფინალში კი რუმინელი კოდრუტ ლუნკან ვლადი იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს გზაზე უნგრელ პონგრაჟსა და თურქ უგურჩან ზეჰირს თითო იუკოთი გასცდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ კირილ სამოტუგთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სუფთად წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ვაჟთა ნაკრების წევრთაგან საქმეში ჯამბულ ქურდიანიც (60 კგ) ჩაერთო. ალბანელ ინდრიტ კულაჰაჯს ორი წუთი აკმარა, მაგრამ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მომავალ ჩემპიონთან - ფრანგ რომარიკ ვენდ იამ ბუდასთან დაკარგა. ბრინჯაოს გზა კი ბულგარელ პეტარ დამიანოვთან სუფთად წაგებით დამამშვიდებელი ეტაპის პირველსავე შეხვედრაში ჩაეკეტა.

5 ივლისს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ, გოგონებში – 52, 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს სახელით ტატამზე 6 სპორტსმენი გავიდა და მათგან პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ბექა უდესიანმა შეძლო – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უდესიანმა მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დაკარგა. იქამდე რუმინელი რაზვან ბოდეა და უნგრელი სანად ორი იპონ-იპონ ჩამოიშორა. ბრინჯაოს გზაზე კი პორტუგალიელი დავიდ რეისი ვაზარით, ხოლო სლოვენიელი იან კოსაკი და სერბი მილან ბუნჩიჩი სუფთად დაამარცხა.

ვაჟთა ნაკრების სახელით საქმეში სიმონ მამარდაშვილი (73 კგ) და გიგა გიგაურიც (73 კგ)  ჩაერთნენ, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა ორივემ წინასწარ ეტაპზე დაასრულა. სიმონ მამარდაშვილმა ჩერნოგორიელ დანილო ტოდოროვიჩსა და რუმინელ ტეოდორ ბალდეანს სამ-სამ წუთში სძლია, მერვედფინალში კი ბრიტანელ სტიუარტ მაკვეტთან ვაზარით წააგო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგა. გიგა გიგაურმაც წარმატებულად დაიწყო – სლოვენიელ პეტერ კრანჩ პოზარს ვაზარ-იუკოთი გასცდა, ლატვიელ ნიკიტა დუინოვსთან კი ვეღარას გახდა.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს დროშის ქვეშ სამმა ჭაბუკმა იჭიდავა. პოდიუმზე გიორგი გველესიანი (90 კგ) და დავით რამაზაშვილი (90 კგ) ავიდნენ.

გიორგი გველესიანმა ევროპირველობა გერმანელი მილოტ იუსუფის ვაზარ-იუკოთი ძლევით გახსნა. ლატვიელ ალექსეის აკიმენკოს წუთსა და 20 წამში დაამრაცხა, ნახევარფინალში ავსტრიელ აარონ ფარას ერთი ვაზარი აკმარა, ჩემპიონის ტიტულამდე კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ზელიმ კოცოევის ძლევა დააკლდა.

დავით რამაზაშვილსაც სწორედ კოცოევმა დააკარგვინა ოქრო-ვერცხლის შანსი. ამ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა ლიტველ ანტანას კმიელიაუსკასს, უნგრელ გერგო ბერენცსა და პოლონელ იაკუბ ოზიმეკს აჯობა. კოსტოევთან მარცხის შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელი მუსა შაკარალიევი მესამე წუთზე დაამრაცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

დღესვე, ათენში კიმონო დავით იმერლიშვილმაც (81 კგ) მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველსავე წრეში, ჰოლანდიელ მაუკ მოერმანთან ვაზარის უპირატესობა ვერ გამოიყენა და იპონით დამარცხდა.

 

ევროპის ჩემპიონატი. ძიუდო

ჭაბუკები

4-6 ივლისი. ათენი

 

ვაჟები

 

50 კგ

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 კირილ სამოტუგი (უკრაინა)

3 კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი)

5 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 რობიზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

 

60 კგ

1 რომარიკ ვენდ იამ ბოუდა (საფრანგეთი)

2 ოფეკ შანი (ისრაელი)

3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 ასიმ მამიედოვი (უკრაინა)

 

66 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ისმაილ ჩასიგოვი (რუსეთი)

3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 დანიელ ჟეანი (საფრანგეთი)

 

73 კგ

1 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

2 ტიმ გრამკოვი (გერმანია)

3 ნიკოლას ჩილარდი (საფრანგეთი)

3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)

 

81 კგ

1 ტურპალ ტეპკაევი (რუსეთი)

2 ზაურ რამაზანოვი (რუსეთი)

3 სერგეი კრივჩაჩი (უკრაინა)

3 ედუარდ ტრიპელი (გერმანია)

 

90 კგ

1 ზელიმ კოცოევი (უკრაინა)

2 გიორგი გველესიანი (საქართველო)

3 დავით რამაზაშვილი (საქართველო)

3 აარონ ფარა (ავსტრია)

 

+90 კგ

1 ჟურ სპიკერსი (ჰოლანდია)

2 ვახიდ დაურბეკოვი (რუსეთი)

3 ალესანდრო გრაციანო (იტალია)

3 სტეფან ჰეგი (ავსტრია)

 

გოგონები

 

40 კგ

1 ჟასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუის პეტი (ბელგია)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 მარია ივკოვიჩი (სერბეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

44 კგ

1 მიშელა ფიორინი (იტალია)

2 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)

3 იანა შმიტსი (გერმანია)

 

48 კგ

1 რაბია სენიაილა (თურქეთი)

2 ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

3 ეკატერინა დოლგიხი (რუსეთი)

3 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

 

52 კგ

1 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

2 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)

3 გვენელ პატინი (საფრანგეთი)

3 პაულინ სტარკი (გერმანია)

 

57 კგ

1 ტეა გერცკენი (გერმანია)

2 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

3 ჰილდე ხაგერი (ჰოლანდია)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

 

63 კგ

1 ლარა რეიმანი (გერმანია)

2 მიხაელა პოლერესი (ავსტრია)

3 ლუბიანა პიოვესანა (ბრიტანეთი)

3 ივანა სუნევიჩი (ჩერნოგორია)

 

70 კგ

1 ჯოვანა სკოსიმარო (გერმანია)

2 ეკატერინა ტოკარევა (რუსეთი)

3 სარა მაეკელბურგი (გერმანია)

3 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

 

+70 კგ

1 მარინა ბუკრეევა (რუსეთი)

2 ანიტა ფორმელა (პოლონეთი)

3 კამილა პასტერნაკი (პოლინეთი)

3 მერსედეს რენატა სზიგეტვარი (უნგრეთი)

 

 

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

 

ო     ვ     ბ     V     VII

1 რუსეთი           3      4      1      1      0

2 აზერბაიჯანი     2      0      0      1      0

3 უკრაინა          1      0      3      0      3

4 საფრანგეთი      1      0      2      2      2

5 ჰოლანდია        1      0      0      1      1

6 საქართველო   0     2     3     1     0

7 გერმანია         0      1      1      0      1

8 ისრაელი         0      1      0      0      0

9 იტალია          0      0      2      2      2

10 ავსტრია         0      0      2      0      0

 

წყარო: www.worldsport.ge

<< დაბრუნება 2014-07-07