19-21 სექტემბერი ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი უშანგი მარგიანი (81 კგ) იასპარეზებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია:
ვაჟები
თორნიკე ნაგლიაშვილი, ლერი ჭელიძე - 55 კგ
ივანე ჯავახიშვილი - 60 კგ
გიორგი გუგულაშვილი - 66 კგ
კობა მჭედლიშვილი - 73 კგ
უშანგი მარგიანი, ლევან გუგავა - 81 კგ
ბექა ღვინიაშვილი - 90 კგ
გურამ თუშიშვილი - 100 კგ
გუგა კიბორძალიძე - +100 კგ
გოგონები
ოლგა ალადოშვილი - 44 კგ
მზია ბებოშვილი, მარიამ მახარაშვილი - 52 კგ
სალომე აბაშიძე, მარიამ ციხელაშვილი - 57 კგ
ელენე ქებაძე - 78 კგ
19 სექტემბერს მედლები 55 კგ, 60 კგ, 66 კგ, 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟებს შორის გათამაშდება, გოგონებში კი გამარჯვებულები 44 კგ, 48 კგ, 52 კგ, 57კგ-ში გამოვლინდებიან.
20 სექტემბერს ჩემპიონობისთვის დანარჩენი ძიუდოისტები იბრძოლებენ, ხოლო 21 სექტემბერს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
<< დაბრუნება | 2014-09-17 |