სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველო ევროპის ჩემპიონია

საქართველო ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბუქარესტში გამართული ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონის ტიტული ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვა, ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა უშანგი მარგიანმა (81 კგ), თორნიკე ნაგლიაშვილმა (55 კგ) და ივანე ჯავახიშვილმა (60 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს,  ხოლო ლევან გუგავა (81 კგ), რომელიც ასევე გლდანის ცენტრის აღსაზრდელია, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ოქროს გზას პოლონელი რაფალ კოზლოვსკის ძლევით შეუყვა. მეტოქეს ორწუთნახევარში ყველა შეფასების ილეთი შეუსრულა. მეორე წრეში უმთავრეს კონკურენტს – უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, უნგრელ კრიშტიან ტოთს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში იუკოს უპირატესობით დაამარცხა. მესამე წრეში ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს ნახევარი წუთში მოუგო, ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს ვაზარით აჯობა, ოქროს მედალი კი აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვის ძლევით მოიპოვა.

უშანგი მარგიანმა (81 კგ)ოქროს მედალი ფინალის დასრულებამდე 22 წამით ადრე დაკარგა – სერბმა ნემანია მაჟდოვმა ქართველ ძიუდოისტს კონტრილეთით ვაზარი აუღო და საბოლოოდ გაფრთხილებით მოუგო.უშანგი მარგიანმა ფინალის საგზური ნემანია მაჟდოვის ძმის, სტეფან მაჟდოვის სუფთად დამარცხებით მოიპოვა. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი ივაილო ივანოვი, გერმანიის სახელით მოჭიდავე სანდრო მაქაცარია და მოლდოველი დორინ გოტონოაგა  ჩამოიშორა.

თორნიკე ნაგლიაშვილმა (55 კგ) ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების წევრ გამზატ ზაირბეკოვის ორწუთნახევარში ძლევით გახსნა. სომეხ ვაჰაგ ჰოვსეპიანს ვაზარით და ორი იუკოთი გასცდა, იტალიერ მანუელ ლომბარდოს ვაზარი აკმარა, ხოლო ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის ორ წუთში შეუსრულა იპონი. გადამწყვეტ ბრძოლაში ნაგლიაშვილი კიდევ ერთ იტალიელს – ანგელო პანტანოს დაუპირისპირდა, რომელმაც ქართველ მსუბუქწონოსანზე უპირატესობა საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე მოიპოვა.

ივანე ჯავახიშვილს (60 კგ) პირველი მეტოქე – სერბი დენის ჟურაკიჩი არ გამოუცხადდა. ბრიტანელ სამუელ ჰალს შეხვედრის მიწურულს შესრულებული ვაზარით აჯობა. ებრაელი დანიელ ბენ დავიდი ასევე ბოლო წამებზე შებოჭვით, ხოლო იტალიელ ფაბიო ბასილე ვაზარით დაამარცხა. ფინალში კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოს სოსას შეხვდა და თავისსავე წამოწყებულ ილეთზე შებოჭვაზე მოჰყვა.

ლევან გუგავამ (81 კგ) ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მოლდოველ გენადი პრეტივატის, ლატვიელ გლებს ტატალუიევსსა და ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს აჯობა. რეპეშაჟის ფინალში კი სლოვაკ პეტერ ზილკას შეუსრულა იპონი.

21 სექტემბერს საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში უკრაინას დაეჭიდა. მანამდე კი ქართველებმა საფრანგეთი 5-0 , ნახევარფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს 3-2. გამარჯვებები მოიპოვეს კობა მჭედლიშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა ( +90 კგ).

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები

ბუქარესტი                     

19 სექტემბერი. 2014 წელი

 

ვაჟები

 

55 კგ

1 ანგელო პანტანო (იტალია)

2 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 კამალ ფიკრი (საფრანგეთი)

3 მაგომედ სოლომგერიევი (რუსეთი)

5 ლერი ჭელიძე (საქართველო)

 

60 კგ

1 ფრანცისკო გარიგოს როსა (ესპანეთი)

2 ივანე ჯავახიშვილი (საქართველო)

3 ფაბიო ბასილე (იტალია)

3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)

 

66 კგ

1 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

2 არსენ გაზარიანი (სომხეთი)

3 დმიტრო რასკინი (უკრაინა)

3 მარტინ სეტცი (გერმანია)

 

73 კგ

1 ბენჟამინ აქსუსი (საფრანგეთი)

2 თიერნო ბალდე (ჰოლანდია)

3 ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)

3 ალექსანდრუ კონსტანტინ რაიკუ (რუმინეთი)

 

გოგონები

 

44 კგ

1 ბორისლავა დამიანოვა (ბულგარეთი)

2 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)

3 ნესრინ კარტალ ჩეტინი (თურქეთი)

3 მირიამ შნეიდერი (გერმანია)

 

48 კგ

1 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

2 ალექსანდრა პოპი (რუმინეთი)

3 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)

 

52 კგ

1 ოდეტე გიუფრიდა (იტალია)

2 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 ზარინა ბაბინიანი (რუსეთი)

3 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

 

57 კგ

1 ანა ბოროვსკა (პოლონეთი)

2 მარია ცენტრაჩიო (იტალია)

3 სარა ჰარაჩი (საფრანგეთი)

3 დევი კარტჰაუსი (ჰოლანდია)

 

20 სქეტემბერი

 

ვაჟები

 

81 კგ

1 ნემანია მაჟდოვი (სერბეთი)

2 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 ლევან გუგავა (საქართველო)

3 სტეფან მაჟდოვი (სერბეთი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)

3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)

3 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

 

100 კგ

1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

2 რამზან მალსუიგენოვი (რუსეთი)

3 ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია)

3 ფილიპ გალანდი (გერმანია)

 

+100 კგ

1 იაკივ ხამო (უკრაინა)

2 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

3 ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)

3 სერგეი ზვერევი (უკრაინა)

5 გუგა კიბორძალიძე (საქართველო)

 

გოგონები

 

63 კგ

1 სზაბინა ჩერზაკი (უნგრეთი)

2 დო ველემა (ჰოლანდია)

3 დიანა ჟიგაროსი (რუსეთი)

3 ელისავეტ ტელციდუ (საბერძნეთი

 

70 კგ

1 სანე ლისა ვან დიკი (ჰოლანდია)

2 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

3 მელისა ჰელინი (საფრანგეთი)

3 ალეკსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

 

78 კგ

1 ანასტასია ტურჩინი (უკრაინა)

2 ბეატა პაკუტი (პოლონეთი)

3 სამა ჰავა კამარა (საფრანგეთი)

3 ჟული პიერე (საფრანგეთი)

 

+78 კგ

1 ჯუდი მაიერსი (დიდი ბრიტანეთი)

2 მიშელ გოშინი (გერმანია)

3 მარინ ერბი (საფრანგეთი)

3 ანასტასია საპსაი (უკრაინა)

7 ელენე ქებაძე (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

     

                               

ო         

 ვ

ბ  

V

VII

1

საქართელი

1   

3           

1             

2              

0

2

რუსეთი

1

2

2

0

1

3

საფრანგეთი

1

0

2

2

0

4

უკრაინა

1

0

2

1

2

5

ისრაელი

1

0

1

2

0

 

<< დაბრუნება 2014-09-21