17-18 ოქტომბერს გორში გამართულ კობა კურტანიძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ორი ოქრო მოიპოვეს.
ნიკო ჭიკაიძემ პირველი ადგილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიკავა, ხოლო ვახო მეტივიშვილმა - 55 კგ-ში.
ძიუდოისტები ერთმანეთს 50, 55, 60, 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში შეეჯიბრნენ. გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა კობა კურტანიძის ხსოვნის უკვდავყოფას, ასევე ძიუდოს განვითარებასა და ახალგაზრდა სპორტსმენებში ოსტატობის ამაღლებას.
ცნობილი ქართველი ფალავანი კობა კურტანიძე იყო მსოფლიოს ჩემპიონი (1989 წ.), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 1989 წწ.), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1990 წ.), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 1991 წწ.), საბჭოთა კავშირის ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91 წწ.). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი.
<< დაბრუნება | 2014-10-20 |