სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები  მაიამიში იასპარეზებენ

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები მაიამიში იასპარეზებენ

22-26 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ მაიამიში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები უშანგი მარგიანი (81 კგ), ლევან გუგავა (81 კგ) და ბექა ვიბლიანი (66 კგ) მიიღებენ.

ქართველ ძიუდოისტთაგან სულ 10 ვაჟი და 2 ქალი იჭიდავებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების სრული შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები

55 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
60 კგ - ივანე ჯავახიშვილი
66 კგ - გელა კელიხაშვილი, ბექა ვიბლიანი
73 კგ - კობა მჭედლიშვილი
81 კგ - უშანგი მარგიანი, ლევან გუგავა
90 კგ - ბექა ღვინიაშვილი
100 კგ - გურამ თუშიშვილი
+100 კგ - გუგა კიბორძალიძე

მთავარი მწვრთნელი - გიორგი გუგავა

გოგონები

52 კგ - მზია ბებოშვილი
78 კგ - ელენე ქებაძე

მთავარი მწვრთნელი - გიორგი თენაძე

ქართველი სპორტსმენები მედლებისათვის ბრძოლაში 23 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან, 22-25 ოქტომბერს მედლები ინდივიდუალურ შეჯიბრში გათამაშდება, 26 ოქტომბერს კი გუნდური შეჯიბრი ჩატარდება.

პროგრამა

22 ოქტომბერი

გოგონები: 44 კგ, 48 კგ
ვაჟები: 55 კგ, 60 კგ

23 ოქტომბერი

გოგონები: 52 კგ, 57 კგ
ვაჟები: 66 კგ, 73 კგ

24 ოქტომბერი

გოგონები: 63 კგ, 70კგ
ვაჟები: 81 კგ, 90 კგ

25 ოქტომბერი

გოგონები: 78 კგ, 78 კგ
ვაჟები: 100 კგ, +100კგ

26 ოქტომბერი

გუნდური შეჯიბრი
<< დაბრუნება 2014-10-22