სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლევან გუგავამ ოლიმპიური ცენტრი კიდევ ერთხელ ასახელა

ლევან გუგავამ ოლიმპიური ცენტრი კიდევ ერთხელ ასახელა

მაიამიში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლევან გუგავამ (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ნახევარფინალის გზაზე მექსიკელი გერმან აიალა, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი, ლატვიელი გლებს ტალალუიევსი და საფრანგეთი პაპე დუდუ ნდიაიე ჩამოიშორა. ფინალში გასასვლელ ბრძოლაში კი რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა სულ სამი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ შეჯიბრებაში კი მეორე ადგილი დაიკავეს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კობა მჭედლიშვილი ავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა 6 შეხვედრიდან 5 მოიგო. ძირითად ბადეში გამოსვლა სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩისთვის 20 წამში შესრულებული სუფთა გდებით დაიწყო. მეორე წრეში პოლონელი დამიან სტეპიენი დაამარცხა. მერვედფინალში კი ესპანელ ალფონსო ურკიზა სოლანას გაფრთხილების უპირატესობით გასცდა.

მეოთხედფინალში მოჭიდავეთა ბედი მჭედლიშვილის მეტოქის - უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევის სასარგებლოდ გადაწყდა. ბრინჯაოს ფრონტზე გადართულმა ქართველმა ძიუდოისტმა უნგრელი გიულა პალი და აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი იპონებით ჩამოიშორა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმაც (90 კგ), რომელმაც წინასწარ ეტაპებზე სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, იაპონელი შოიჩირო მუკაი და ებრაელი ლი კოჩმანი იპონ-იპონ დაამარცხა. 18 წლის ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, უნგრელ კრისტიან ტოტს დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი აჯობა და რეპეშაჟის ფინალში გავიდა, სადაც გერმანელი მეტოქე დავიდ ტეკიჩი ბეჭებზე დაანარცხა.

ერთადერთი ვერცხლის მედალი გუგა კიბორძალიძემ (+100 კგ) აიღო. საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების უმძიმესმა წევრმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე იპონებით ჩამოიშორა. კანადელი მარტინ რიგიელსკის, სერბი ზარკო კულუმისა და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდის დასამარცხებლად სულ სამი წუთი დასჭირდა. უკრაინელ ანტონ რუდნიკთან კი მეოთხე წუთზე შებოჭვით გაიმარჯვა. ფინალში მონღოლ დურენბაიარ ულზიიბაიარს დაეჭიდა და მესამე წუთზე, თავის წამოწყებულ ილეთზე ბეჭებზე დაეცა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ჯერ ავსტრია, ხოლო ნახევარფინალში რუსეთი დაამარცხა. ფინალურ ბრძოლაში კი იაპონიასთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი

მაიამი

22-25 ოქტომბერი

ვაჟები

 

55 კგ

1 ვატარუ უმეკიტა (იაპონია)

2 კამალ ფიკრი (საფრანგეთი)

3 ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი)

3 ბატულგა განბაატარი (მონღოლეთი)

 

60 კგ

1 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

2 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)

3 ინ ჰიუკჩოი (სამხრეთკორეა)

3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1 იგორ მგდსიანი (რუსეთი)

2 ჰიფუმი აბე (იაპონია)

3 რიკარდო სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

 

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 იუჯი იამამოტო (იაპონია)

3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)

 

81 კგ

1 რაფაელ მაჩედო (ბრაზილია)

2 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)

3 ლევან გუგავა (საქართველო)

3 პაპე დუდუ ნდიაიე (საფრანგეთი)

7 უშანგი მარგიანი (საქართველო)

 

90 კგ

1 კრიშტიან ტოტი (უნგრეთი)

2 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)

 

100 კგ

1 რიუტარო გოტო (იაპონია)

2 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

3 აარონ ვოლფი (იაპონია)

3 რამაზან მალსუიგენოვი (რუსეთი)

5 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

 

+100 კგ

1 დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი)

2 გუგა კიბორძალიძე (საქართველო)

3 იაკივ ხამო (უკრაინა)

3 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

 

გოგონები

 

44 კგ

1 ჰიტომი საკაგუჩი (იაპონია)

2 ლარისა ფარიასი (ბრაზილია)

3 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)

3 ოლფა საუდი (ტუნისი)

 

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

3 ალექსანდრა პოპი (რუმინეთი)

3 პატრისია სზეკელი (გერმანია)

 

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 მაკო უჩიო (იაპონია)

 

57 კგ

1 მომო ტამაოკი (იაპონია)

2 ჩრისტა დეგუჩი (იაპონია)

3 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)

3 დარია მეჟეცკაია (რუსეთი)

 

63 კგ

1 მიო მინეი (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 ვივიან ჰერმანი (გერმანია)

3 კატიეჟემიმა იეტსბრაუნი (ბრიტანეთი)

 

70 კგ

1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2 ებონი დრისდალ დალი (ბრიტანეთი)

3 მარი ევა გაე (საფრანგეთი)

3 მელისა ელინე (საფრანგეთი)

 

78 კგ

1 სარა მზუგუი (ტუნისი)

2 სამა ჰავა კამარა (საფრანგეთი)

3 ბეატა პაკუტი (პოლონეთი)

3 ანა ლაურა პორტუონდო (კანადა)

 

+78 კგ

1 სარა ასაჰინა (იაპონია)

2 ანასტასია საპსაი (უკრაინა)

3 მარინე ერბი (საფრანგეთი)

3 მერლინ ვივეროსი (ეკვადორი)

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

1. იაპონია 2 2 1 1 0
2. რუსეთი 1 2 2 0 1
3. მონღოლეთი 1 1 2 0 0
4. ესპანეთი 1 1 0 1 0
5. ბრაზილია 1 0 1 0 1
6. სამხრეთ კორეა 1 0 1 0 1
7. უნგრეთი 1 0 0 0 1
8. საქართველო 0 1 3 1 1
9. საფრანგეთი 0 1 1 0 0
10. აზერბაიჯანი 0 0 1 2 1

 

<< დაბრუნება 2014-10-27