15-16 ნოემბერს რუსთავში გაიმართა ბადრი ყვავილაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 1998-1999 და 2000-2002 წლებში დაბადებულთა შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ზვიად თევდორაშვილმა (66 კგ) პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო გიორგი ბენდელიანმა (50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენები ოლიმპიური ცენტრის გამოცდილმა მწვრთნელმა გოჩა ბერაძემ მოამზადა.
აღნიშნული შეჯიბრების მიზანი ძიუდოს პოპულარიზაცია და სპორტსმენთა მომზადების შემოწმება იყო.
ტურნირში მონაწილეობა როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმაც მიიღეს. შეჯიბრების გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები, შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
<< დაბრუნება | 2014-11-18 |