საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2014 წლის სეზონი ოქტომბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატით დაასრულა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის უმთავრესი შეჯიბრების შედეგები შეაჯამა და გამოაქვეყნა 21-წლამდელთა შორის მსოფლიოს ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვით ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები ერთ-ერთ მოწინავე პოზიციეებს იკავებენ.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან გუგავა 340 ქულით მე-3-ა, მან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა, ხოლო უშანგი მარგიანი 300 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
გუნდში საუკეთესო რეიტინგი ბექა ღვინიაშვილსა (90 კგ) და გუგა კიბორძალიძეს (+100 კგ) აქვთ. თავის წონაში ორივე მესამე ადგილს იკავებს.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილი მეოთხე ადგილზეა. ამ სეზონზე მისი მონაგარი 260 ქულაა, თუმცა აქვე უნდა დავამატოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა წლის უმთავრესი შეჯიბრება – მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი წონით მაღლა – 60 კილოგრამში ჩაატარა.
მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კობა მჭედლიშვილი (73 კგ) მე-7 საფეხურს იკავებს, ევროპირველობის ფინალისტი ივანე ჯავახიშვილი კი მსოფლიო რეიტინგის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-11 ნომერია.
ახალგაზრდულ ნაკრებს ყველაზე დაბალი შედგები 66 და 100 კილოგრამებში აქვს - გიორგი გუგულაშვილი (66 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) 26-ე ადგილზე არიან.
ვაჟთა რვავე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და საქართველოს ნაკრების ყველა წევრის პირად რეიტინგი:
ძიუდო
მსოფლიო რეიტინგი
ახალგაზრდები
ვაჟები
55 კგ
1 ვატარუ უმეკიტა (იაპონია) 500
2 კამალ ფიკრი (საფრანგეთი) 440
3 რაფაელ ორბე (დომინიკ. რესპ) 292
4 თორნიკე ნაგლიაშვილი 260
5 სადიგ მაჰარამოვი 246
61 ლერი ჭელიძე 40
117 ილია შუბითიძე 2
60 კგ
1 ფრანცისკო გარიგოს როსა (ესპანეთი) 900
2 ვიტორ უგო კარვალიო (ბრაზილია) 400
3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი) 394
4 დავუდ მამადოვი (აზერბაიჯანი) 362
5 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლ) 300
11 ივანე ჯავახიშვილი 226
81 გელა ლიპარტელიანი 22
105 თორნიკე ნაგლიაშვილი 12
66 კგ
1 ეგორ მგდსიანი (რუსეთი) 762
2 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი) 600
3 ჯულიან სანჩო (კოსტა რიკა) 424
4 არსენ გაზარიანი (სომხეთი) 332
5 ჰიფუმი აბე (იაპონია) 300
26 გიორგი გუგულაშვილი 108
55 ბექა ვიბლიანი 48
81 ბექა შავდათუაშვილი 24
134 გელა კელიხაშვილი 4
73 კგ
1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) 500
2 ლინკოლნ ნევესი (ბრაზილია) 442
3 იუჯი იამამოტო (იაპონია) 400
4 ნუნო სარაივა (პორტუგალია) 360
5 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი) 318
7 კობა მჭედლიშვილი 262
51 ომარ ნიაზაშვილი 64
100 აპოლონ ზურაბიანი 16
155 ვანო ჩურჩხელაშვილი 4
81 კგ
1 რაფაელ მაჩედო (ბრაზილია) 920
2 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი) 500
3 ნემანია მაჟდოვი (სერბეთი) 440
4 ლევან გუგავა 340
5 ჯონათან ესპადასი (მექსიკა) 320
6 უშანგი მარგიანი 300
წყარო: worldsport.ge
<< დაბრუნება | 2014-11-21 |