7-16 იანვარს ქალაქ მიტერსილში ტარდება ევროპის ძიუდოს კავშირის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი შეკრება, რომელშიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 19-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.
ავსტრიაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის დაფინანსებით 16 სპორტსმენი წავიდა: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), მინდია ლილუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ფრიდონ გიგანი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ლაშა გურული (100 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
აღნიშნულ შემადგენლობას საკუთარი ხარჯით კიდევ 3 ძიუდოისტი დაემატა: ბექა შავდათუაშვილი (66 კგ), გიორგი გუგულაშვილი (66 კგ) და ზვიად გოგოჭური (90 კგ), რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში.
მიტერშილი საწვრთნელი შეკრებების ერთ-ერთი მთავარი ადგილია და ბოლო წლებში ქართველი ძიუდოისტები მსგავს ღონისძიებებზე მუდმივად დადიან. ახლანდელ შეკრებაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, ხოლო წვრთნები 9 დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდება და სოფიაში გასამართ "ევროპის ღია თასისთვის" გააგრძელებს მზადებას.
<< დაბრუნება | 2015-01-08 |