სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანს სოფიაში ოქრომდე ერთი მოგება დააკლდა

ლუხუმ ჩხვიმიანს სოფიაში ოქრომდე ერთი მოგება დააკლდა

7-8 თებერვალს სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ტატამზე 22 ქართველი გავიდა. ოთხმა მათგანმა მედალი მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონის ტიტულს ვერც ერთი შეწვდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლუხუმ ჩხვიმიანს ოქრომდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა – ფინალში ფრანგ ადრიან რეიმონდთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. მინდია ლილუაშვილმა (66 კგ), ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და გიორგი პაპუნაშვილმა (81 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს.

ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალთან ერთად 60 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ლილუაშვილი, გიგანი და პაპუნაშვილი კი პირად რეიტინგს 40-40 ქულით გაიუმჯობესებენ.

სოფიის ტურნირში სულ 51 ქვეყნის 450-მდე სპორტსმენი ჩაერთო.

მამაკაცების პარალელურად, ევროპის ღია პირველობაზე მედლები ქალთა შორისაც გათამაშდა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელები ავიდნენ. თითო ოქრო კი უკრაინელმა, ბულგარელმა და ებრაელმა ქალბატონებმა მოიპოვეს.

 

ძიუდო

ევროპის ღია პირველობა

სოფია

7-8 თებერვალი

კაცები

 

60 კგ

1 ადრიან რეიმონდი (საფრანგეთი)

2 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

3 არიფ ბაგიროვი (ბელარუსი)

3 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

 

66 კგ

1 იერასილ საკენული (ყაზახეთი)

2 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)

3 მინდია ლილუაშვილი (საქართველო)

3 მატეო პირასი (იტალია)

 

73 კგ

1 სემ ვანტ ვესტენდი (ჰოლანდია)

2 სამი ჩუჩი (ბელგია)

3 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

 

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 მუჰამედ აბდელაალი (ეგვიპტე)

3 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

 

90 კგ

1 დიმიტრი დოვგანი (რუსეთი)

2 მოჰამედ დარვიში (ეგვიპტე)

3 ტომას ბრიკენო (ჩილე)

3 ალონ სასონი (ისრაელი)

 

100 კგ

1 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)

3 მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი)

5 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)

 

+100 კგ

1 ვლადუტ სიმონესკუ (რუმინეთი)

2 იაკივ ხამო (უკრაინა)

3 ორ სასონი (ისრაელი)

3 ფეიაზ იაზიჩი (თურქეთი)

5 ონისე ბუღაძე (საქართველო)

 

წყარო: worldsport.ge

<< დაბრუნება 2015-02-09