28 ოქტომბერს - 1 მარტს ბოლნისში მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი X საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
აღნიშნული ტურნირი 2003-2004 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები ბოლნისიდან სამი მედლით დაბრუნდნენ: ჩემპიონის ტიტული გუგა ჭინჭარაშვილმა (50 კგ) (ვაჟა ბალხამიშვილი) მოიპოვა, ხოლო საბა ანთაურმა (50 კგ) (მწ: დათო შეშაბერიძე) და ლუკა კუხალეიშვილმა (35 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე) მესამე ადგილები დაიკავეს.
აღნიშნულ შეჯიბრებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის მოადგილეც ესწრებოდნენ.
<< დაბრუნება | 2015-03-02 |