ამ უქმეებზე თურქეთში ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ათი მედალი მოიპოვეს: თითო ოქრო-ვერცხლი და რვა ბრინჯაო, საიდანაც ორი გოგონების ნაკრების მონაგარია, დანარჩენი კი ბიჭებს ეკუთვნით.
აღნიშნული ტურნირის ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60 კგ) გახდა, მეორე ადგილზე ელდარ ჯიქიძე (81 კგ) გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ზურაბ კახნიაშვილმა (50 კგ), ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ), დუდაშვილმა (73 კგ), ლუკა მაისურაძემ (81 კგ), ონისე სანებლიძემ (90 კგ) და ავთანდილ ტაბატაძემ (90 კგ) მოიპოვეს.
მედლების აღების შანსი ნიკა ლაბაძეს (73 კგ), გოგა ქევხიშვილსა (81 კგ) და ზაურ კენჭაძესაც (90 კგ) ჰქონდათ, თუმცა დამარცხდნენ და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.
რაც შეეხება გოგონებს - ბრინჯაოს მედლებს ნინო მგელაძე (52 კგ) და სოფო სომხიშვილი (+70 კგ) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ სოფო სომხიშვილსთვის ეს სადებიუტო ასპარეზობა იყო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა, ცალკე ბიჭები კი - მეორეზე,
<< დაბრუნება | 2015-03-09 |