სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თბილისის გრან-პრიზე ოლიმპიური ცენტრის ხუთი აღსაზრდელი იასპარეზებს

თბილისის გრან-პრიზე ოლიმპიური ცენტრის ხუთი აღსაზრდელი იასპარეზებს

20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - თბილისის გრან პრის მეორედ უმასპინძლებს.

თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ჯამში მამაკაცთა შორის 28 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, ქალთა შორის კი მედლისათვის ელენე ლეონიძე იბრძოლებს.

ტურნირზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელეთაგან ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), მინდია ლილუაშვილი (66 კგ) უშამგი მარგიანი (81 კგ) და ამბაკო ავალიანი (81 კგ) იასპარეზებენ, ქართველ მონაწილეთა სრული შემადგენლობა კი ასეთია:

60 კგ

ამირან პაპინაშვილი

პაატა მერაბაშვილი

ლაშა გიუნაშვილი

ლუხუმ ჩხვიმიანი

 

66 კგ

თორნიკე თათარაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი

მინდია ლილუაშვილი

შალვა ქარდავა

 

73 კგ

ნუგზარ ტატალაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი

ფრიდონ გიგანი

ზვიად კაპანაძე

 

81 კგ

ავთანდილ ჭრიკიშვილი

უშანგი მარგიანი

გიორგი პაპუნაშვილი

ამბაკო ავალიანი

 

90 კგ

ვალერი ლიპარტელიანი

ბექა ღვინიაშვილი

პაატა ღვინიაშვილი

ზვიად გოგოჭური

 

100 კგ

ლაშა გურული

ალექსანდრე ზაალიშვილი

იასონ ნემსაძე

ალექსანდრე მსხალაძე

 

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი

ვახტანგ ოქრუაშვილი

ონისე ბუღაძე

ლევან მატიაშვილი

 

გრან პრის ფინალურ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება. 20 მარტს 16:25 წუთზე გაიმართება გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.

გრან პრის სტატუსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისს 2013 წლის მიწურულს მიანიჭა, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

<< დაბრუნება 2015-03-18