სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანმა საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა

უშანგი მარგიანმა საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა

თბილისის ძიუდოს გრან პრის მეორე დღეს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა უშანგი მარგიანმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (73 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

უშანგი მარგიანმა ნახევარფინალში ევროპის ორგზის ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს მესამე წუთზე შესრულებული ეფექტური იპონით სძლია. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კი რუსების გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ალან ხუბეცოვთან უილეთო შეხვედრაში ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა. მანამდე ქართველმა ძიუდოისტმა სომეხ დავით სარგსიანს, ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩისა და მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენის სძლია.

 

გრან პრი

ძიუდო

თბილისი

21 მარტი

კაცები

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 დასტან იკიბაიევი (ყაზახეთი)

3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)

3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)

 

ქალები

63 კგ

1 ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)

2 მუნხაზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)

3 ედვიგ გვედო (იტალია)

3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

 

70 კგ

1 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)

2 ჟერვის ემანი (საფრანგეთი)

3 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

<< დაბრუნება 2015-03-22