სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
სამსუნის ძიუდოს გრან პრიზე ჩემპიონობისთვის 12 ქართველი იბრძოლებს

სამსუნის ძიუდოს გრან პრიზე ჩემპიონობისთვის 12 ქართველი იბრძოლებს

27-29 მარტს თურქეთი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს. შეჯიბრებაში 70 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება, ქართული გუნდი კი ტატამზე 12-კაციანი შემადგენლობით გავა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსება. დანარჩენ ექვს წონაში კი საქართველოს დროშის ქვეშ ორ-ორი ძიუდოისტი იჭიდავებს.

27 მარტს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 28 მარტს მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება, ხოლო 29-ში - 90, 100 და +100 კილოგრამებში.

გრან პრის საუკეთესო სამეულში შესული სპორტსმენები მედლებთან ერთად, შესაბამისად, 300, 180 და 120 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი ბროლაშვილი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ტრისტან ფეიქრიშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ - უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი
100 კგ - ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი
+100 კგ - გუგა კიბორძალიძე და გიორგი ბოლოთაშვილი

მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

 

წყარო: worldsport.ge

<< დაბრუნება 2015-03-27