სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემზე სამი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს გრან სლემი სამი მედლით დაასრულა და მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 45 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ვერცხლის მედალი  81 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გახდნენ.

ბაქოში გამარჯვებისთვის კიდევ ათი ქართველი ძიუდოისტი იბრძოდა: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), მინდია ლილუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ზურაბიანი (81 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ლაშა გურული (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ).

ძიუდო
გრან სლემი
ბაქო
8-10 მაისი
მამაკაცები


60 კგ
1. რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)
2. ვინსენტ ლიმარი (საფრანგეთი)
3. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
3. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)
5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1. ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
2. კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3. ლუის კორვალი (საფრანგეთი)
3. სუგოი ურიარტე (ესპანეთი)
7. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

73 კგ
1. რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
2. ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)
3. ზელიმხან ოზდოევი (რუსეთი)
3. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
7. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ
1. ჰასან ხალმურზაევი (რუსეთი)
2. უშანგი მარგიანი (საქართველო)
3. დომინიკ რესელი (გერმანია)
3. გოკი მარუიამა (იაპონია)

90 კგ
1. მაშუ ბეიკერი (იაპონია)
2. ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)
3. ჟოაკიმ დვარბი (შვედეთი)
3. ვალტერ ფაჩენტე (იტალია)

100 კგ
1. ადლან ბისულთანოვი (რუსეთი)
2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3. რამადან დარვიში (ეგვიპტე)
3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

+100 კგ
1. ბარნა ბორი (უნგრეთი)
2. როი მაიერი (ჰოლანდია)
3. ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3. ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

ქალები

48 კგ

1. მონიკა უნგურიანუ (რუმინეთი)
2. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)
3. ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)
3. შარლინ ვან სნიკი (ბელგია)

52 კგ
1. ერიკა მირანდა (ბრაზილია)
2. ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)
3. პასკილია ნეტო (საფრანგეთი)
3. დისტრია კრასნიკი (კოსოვო)

57 კგ
1. კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
2. ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)
3. მირიამ პოპერი (გერმანია)
3. ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

63 კგ
1. კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)
2. მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
3. ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)
3. ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ
1. სალი კონვეი (ბრიტანეთი)
2. კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
3. მარი ევ გაიე (საფრანგეთი)
3. ბერნადეტ გრაფი (ავსტრია)

78 კგ
1. გუუსიე სტინჰუისი (ჰოლანდია)
2. აკარი ოგატა (იაპონია)
3. კაილა ჰარისონი (აშშ)
3. დარია პოგორელეცი (პოლონეთი)

+78 კგ
1. სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
2. სანტა პაკენიტე (ლიტვა)
3. ჟასმინ კუელბსი (გერმანია)
3. ბელკის ზეჰრა კაია (თურქეთი)

საერთო გუნდური ჩათვლა. კაცები

ო ვ ბ V VII

1 აზერბაიჯანი 2 1 0 2 1

2 რუსეთი 2 0 2 1 0

3 იაპონია 1 0 1 1 0

4 უნგრეთი 1 0 1 0 0

5 ყაზახეთი 1 0 0 0 0

6 ჰოლანდია 0 2 0 0 2

7 საქართველო 0 1 2 1 2

8 საფრანგეთი 0 1 1 0 0

9 მონღოლეთი 0 1 0 1 3

10 ბრიტანეთი 0 1 0 0 0

<< დაბრუნება 2015-05-11