ბულგარეთში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ დათო შეშაბერიძის აღსაზრდელი ლაშა დუდაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა.
დუდაშვილმა გამარჯვება პოლონელი მაციეჟ კროგულსკის ძლევით მოიპოვა, მანამდე კი პოლონეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი პრჟემისლავ კუჩბორსკი, გერმანელი ტობიას ბერგმეიერი, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ვასილ ბალამპანაშვილი და რუსეთის ნაკრების წევრი არამ გრიგორიანი დაამარცხა.
ქართველმა ჭაბუკებმა ბულგარეთში პირად პირველობაში 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატი კი დიდი უპირატესობით მოიგეს. ვერცხლის მედალი გიორგი ნიაზაშვილმა (50 კგ), გოგა ქევხიშვილმა (81 კგ) და ზაურ კენჭაძემ (90 კგ) დაისაკუთრეს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ), ონისე სანებლიძემ (90 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+90 კგ) დაიკავეს.
გოგონებში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მზია ბებოშვილმა (52 კგ) მოიპოვა, ხოლო მარიამ ჭანტურიამ (57კგ) მესამე ადგილზე გავიდა.
<< დაბრუნება | 2015-07-06 |