27-30 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კადეტთა შორის, ჩემპიონ-პრიზიორები 18 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებმა იასპარეზეს. ჩვენმა სპორტსმენებმა 4 მედლის მიპოვება შესძლეს: 1-1 ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაო, ოლიმპიური ცენტრის ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა მძიმე წონით კატეგორიაში (+90) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. (მწ: ვაჟა ბალხამიშვილი).
მედალოსნები გახდნენ:
ოქრო - გიგა ტატიაშვილი (+90კგ)
ვერცხლი - ირაკლი დემეტრაშვილი (+90კგ)
ბრინჯაო - ნიკა ბაჩიაშვილი (-50კგ)
ბრინჯაო - თორნიკე ფოლადიშვილი (-90კგ)
გუნდურ ჩათვლაში კი მე-5 ადგილს დავჯერდით.
<< დაბრუნება | 2019-07-01 |