29 თებერვალს ანტალიაში სტარტი აიღო ევროპის თასმა ძიუდოში. აღნიშნული ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს კადეტთა ნაკრებისთვის, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
-55კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ცენტრის ფალავანი კაკო ჩაფურიშვილი მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
(მწვრთნელი: დავით შეშაბერიძე)
საქართველოდან ანტალიაში 65 სპორტსმენი იყო წარგზავნილი, აქედან 49 ვაჟი და 19 გოგონა.
<< დაბრუნება | 2020-03-02 |