,,ოქროს ლიგა,,
13 ნოემბერს, თბილისი მოლში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი ოქროს ლიგის ფინალური ეტაპი გაიმართა. ტურნირის საფინალო დღეს 58 კლუბიდან 8 საუკეთესოს შორის მოხდა საპრიზო ადგილების გადანაწილება, სადაც ბრინჯაოს პრიზიორი კლუბი ,,მებრძოლი-2015,, გახდა.
უნდა აღინიშნოს , რომ გუნდის თითოეული ძიუდოისტი ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელია, რომელთაც ცენტრის დამსახურებული მწვრთნელები ხელმძღვანელობენ:
გოჩა ბერაძე, დათო შეშაბერიძე და ვაჟა ბალხამიშვილი.