26-27 თებერვალს ძიუდოს აკადემია საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატს მასპინძლობდა. შეჯიბრზე ის ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ნოემბერში გამართული ჩემპიონატის საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩნენ.
ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა სამ წონით კატეგორიაში შესძლეს საპრიზო ადგილების მოპოვება.