ორი მედალი ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატიდან
ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობდა, ოლიმპიური ცენტრის, ძიუდოს მწვრთნელის გოჩა ბერაძის სპორტსმენებმა ორი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
-73 კგ. ცოტნე ბახტაძე ვიცე- ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
-66კგ. გიორგი გივიშვილი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ვულოცავთ მოპოვებულ გამარჯვებას!