სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
დავით ხუციშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე

დავით ხუციშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე

ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა (74 კგ.) მედალი ვერ მოიპოვა, თუმცა წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილზე გასვლის შანსიც ჰქონდა.

დავით ხუციშვიმა პირველი გამარჯვება შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპზე მონღოლ უნურბატ პურევჯავს მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მონღოლ სპორტსმენს იოლად, ორ პერიოდში მოუგო (1:0, 2:1) და შეჯიბრის მერვედფინალში გავიდა, სადაც გვინეა-ბისაუელ აუგუსტო მიდანას დაუპირისპირდა. ხუციშვილმა პირველი პერიოდი მოიგო (1:0), თუმცა საბოლოოდ ბრძოლა ანგარიშის გათანაბრებით დაასრულა.

მეოთხედფინალში ახალგაზრდა სპორტსმენი რუსეთის სახელით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონ დენის ცარგუშთან დამარცხდა.

ლონდონის ოლიმპიადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორ-ორი ვერცხლ-ბრინჯაოთი დაამთავრა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა (55 კგ.) და დავით მოძმანაშვილის ვერცხლს, (120 კგ.) დავით მარსაგიშვილმა (84 კგ.) და გიორგი გოგშელიძემ (96 კგ.) ბრინჯაოს მედლები შეჰმატეს.

http://www.youtube.com/watch?v=-Ol68YzWvp4

<< დაბრუნება 2011-06-06