19-24 მარტს საქართველოში ბერძნულ რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები: სოსო ჯაბიზე (96 კგ.), მანუჩარ ცხადაია (66 კგ.) და გურამ ფერსელიძე (120 კგ.) იღებდნენ მონაწილეობას.
სპორტსმენმა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ.) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მოჭიდავემ ფინალში სომხეთის ნაკრების წევრ მუსა მურთაზალიევს ორ პერიოდში მოუგო.
თბილისური ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გურამ ფერსელიძემაც, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეპეშაჟის ფინალში მან ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილი დაამარცხა.
<< დაბრუნება | 2013-04-03 |