სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი სანოძის ვერცხლის მედალი

გიორგი სანოძის ვერცხლის მედალი

სსიპ ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის სპორტსმენი გიორგი სანოძე (74 კგ) თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თასის გათამაშებაზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა. შეჯიბრება 22-23 ივნისს თბილისის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა, სადაც სანოძემ ფინალურ შეხვედრამდე ყველა დაპირისპირება მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაკობ მაქარაშვილთან დაძაბულ და ლამაზ შეხვედრაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს თასის გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობაში მოხვედრის მთავარი კანდიდატები გახდნენ, მაგრამ უშანსოდ არც პრიზიორები არიან. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი საბოლოო არჩევანს საერთაშორისო ტურნირებსა და მოსამზადებელ შეკრებებზე დაკვირვების შემდეგ გააკეთებს.

თავისუფალუი ჭიდაობა. საქართველოს თასი

თბილისი. 22-23 ივნისი

 

55 კგ

 

1 გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა)

2 კოტე ხუციშვილი (გორი)

3 გივი დავიდოვი (საჩხერე)

3 გიორგი ლეჟავა (სამტრედია)

 

60 კგ

 

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

2 მალხაზ ზარქუა (აჭარა)

3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)

3 ამირან ყაზარაშვილი (გორი)

 

66 კგ

 

1 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

2 დავით ბერძენიშვილი (გორი)

3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 თენგიზ ჩოჩიშვილი

 

74 კგ

 

1 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

2 გიორგი სანოძე (ქუთაისი)

3 რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი)

3 გიორგი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

 

84 კგ

 

1 სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი)

2 გიორგი თხელიძე (გორი)

3 ნოდარ ეგაძე (გორი)

3 ოთარ უროტაძე (ქუთაისი)

 

96 კგ

 

1 დავით ქერაშვილი (თბილისი)

2 ომარ გუსოშვილი (გორი)

3 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

3 მამუკა კორძაია (აჭარა)

 

120 კგ

 

1 გენო პეტრიაშვილი (გორი)

2 თორნიკე ხიდაშელი (გარდაბანი)

3 გიორგი ქართველიშვილი (თბილისი)

3 გიორგი საკანელიძე (თბილისი)

<< დაბრუნება 2013-06-28