ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრების წევრებმა: იაკობ ქაჯაიამ (120კგ.) და რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ.) ქართველების მოპოვებულ ვერცხლსა და ბრინჯაოს თავიანთი წილი მედლები მიამატეს.
რობერტ ქობლიაშვილმა ძირითად ბადეში თურქ გოკტაშ დოგანს სძლია, შემდეგ კი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში გერმანელ დენის მაქსიმილიან კუდლასთან წაგებით დაკარგა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ შვედ ბერგ ზაკარიასს პირველსავე რაუნდში მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ილია გუდიევს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალამდე ისე მივიდა, ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს. სლოვაკ დავიდ ჩეჩთან ერთ რაუნდში მოიგო, ხოლო მეოთხედფინალში რუმინელ ტიბერიუ ალექსანდრუ ბარბაზანს აჯობა. ბელარუსიის სახელით მოჭიდავე გიორგი ჩუგაშვილიც იოლად დაამარცხა და საბოლოოდ, ლიტველ მანტას კნისტაუტასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ მესამე ადილი მოიპოვა.
6-7 ივლისს მაკედონისს დედაქალაქ სკოპიეში ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებში გამოვლინდებიან.
<< დაბრუნება | 2013-07-03 |