ოლიმპიურ ცენტრში 9-10 ნოემბერს გამართულ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ.
მთავარი საპრიზო ადგილი 2013 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჭაბუკთა შორის, სპორტსმენმა ზვიად პატარიძემ (100 კგ.) დაიკავა, რომელმაც ყველა მეტოქე აშკარა უპირატესობით დაამარცხა.
გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამაც (46 კგ.). ახალგაზრდა მოჭიდავე ნახევარფინალში სომეხ არა სააკიანს (46 კგ.) შეებრძოლა და დაძაბული ბრძოლის შემდეგ მოუგო, ფინალში კი თორნიკე მელაძე აშკარა სხვაობით დაამარცხა. ჩემპიონატში წარმატებას ცენტრში მოვარჯიშე სხვა სპორტსმენმაც მიაღწია: ირაკლი ბერიშვილი (76 კგ.) მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებითა და მედლებით თავად მიხეილ სალაძემ დააჯილდოვა.
მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდა და მასში ორასზე მეტი ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონატის მიზანი პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენთა და საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდების პოტენციური და უახლოესი რეზერვის გამოვლენაა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი
თბილისი. 1-2 ნოემბერი
100 კგ.
1. ზვიად პატარიძე
2. გიორგი მარშანია
3. რობერტ სააკიანი
3. გიორგი ბარბაქაძე
42 კგ.
1. სერგეი სიმონიანი
2. გიორგი მეფიშვილი
3. ირაკლი ძიმისტარიშვილი
3. არტურ გალუსტიანი
46 კგ.
1. ნუგზარ წურწუმია
2. თორნიკე მელაძე
3. არა სააკიანი
3. გიორგი ჩხაიძე
50 კგ.
1. ლერი აბულაძე
2. ჯონი ხეცურიანი
3. ილია ტყებუჩავა
3. შოთა ღლონტი
54 კგ.
1. არარატ მანუჩარიანი
2. ნორიკ ახოიანი
3. გიორგი დავითაძე
3. დავიღ მარკოიძე
58 კგ.
1. გიორგი კურტანიძე
2. აივენგო რიკაძე
3. დავით ირემაძე
3. გენადი ჩიტაძე
63 კგ.
1. გიზო სამხარაული
2. ბექა მამიკაშვილი
3. ზავენ მიქაელიანი
3. ლადო შავაძე
69 კგ.
1. გივი ქართველიშვილი
2. ნურლან მამმადოვი
3. ბადრი ჯანელიძე
3. თემურ ქავთარაძე
76 კგ.
1. გურამ ხეცურიანი
2. ლევან სვანიძე
3. ვახტანგ ნაცვლიშვილი
3. ირაკლი ბერიშვილი
85 კგ.
1. დავით გოგიძე
2. ბესლან ხუშტანაშვილი
3. ზვიად ფუტკარაძე
3. საბა ბუხრიკიძე
<< დაბრუნება | 2013-11-10 |