ოლიმპიურ ცენტრში აღზრდილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენები 25-25 იანვარს საქართველოს პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას. პრიზიორები 1994, 1995 და 1996 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის გამოვლინდებიან.
ცენტრში მცხოვრებ სპორტსმენთაგან მედლებისთვის შემდეგი მოჭიდავეები იბრძოლებენ: შმაგი ბოლქვაძე, გიზო მელაძე, ნუკრი ფერსელიძე, მანუჩარ ცხადაია, თემურ შავაძე, აკაკი კანდელაკი, ბექა კანდელაკი და ზვიად პატარიძე.
საქართველოს პირველობა სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება, სადაც ახალგაზრდა მოჭიდავეები რვა წონით კატეგორიას დანომრავენ.
აქამდე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66, 74, 84, 96 და 120 კილოგრამებში ვლინდებოდნენ. ახალი წესების თანახმად კი წონები შემდეგნაირად დაინომრა: 59, 66, 71, 75, 80, 85, 98 და 130 კგ.
<< დაბრუნება | 2014-01-22 |