ლატვიის დედაქალაქ რიგაში 22-23 მარტს ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში“ მცხოვრები სპორტსმენები შოთა ფარტენაძე (60 კგ), რამაზ დარჩიძე (55 კგ), გიზო მელაძე (55 კგ) და შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) იღებდნენ მონაწილეობას. ქართველთა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრებებმა ჯამში 8 ოქროს, 1 ვერცხლის, 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ახალგაზრდებს შორის გუნდური პირველი ადგილები დაიკავეს.
თავისუფლებმა 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ჩემპიონები გახდნენ შოთა ფარტენაძე (60 კგ),ომარ გურჯიძე (66 კგ) და ნოდარ კურტანიძე (96 კგ). ბრინჯაოს მედალი აიღო „ოლიმპიურ ცენტრში“ მოვარჯიშე რამაზ დარჩიძემ (55 კგ). მესამე ადგილი დაისაკუთრეს ნაკრების სხვა მოჭიდავეებმაც, ალექსანდრე კილაძემ (50 კგ), ნუგზარ ბოლქვაძემ (50 კგ), ტარზან მაისურაძემ (74 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილმა (84 კგ).
ბერძენ-რომაელებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი დაისაკუთრეს, გიზო მელაძემ (55 კგ) და შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ), ასევე - გელა ბოლქვაძემ (74 კგ), ლაშა გობაძემ (84 კგ) და აკაკი კანდელაკმა (120 კგ).
მეორე ადგილი კუკური კირცხალიამ (96 კგ) დაიკავა, ბრინჯაოს პრიზიორები კი მურადი მიქელაძე (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (66 კგ) გახდნენ.
<< დაბრუნება | 2014-03-25 |