საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ბაქოში 19-22 აპრილს გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე“ იასპარეზეს.
„საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენრტის“ აღზრდილ სპორტსმენთაგან შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს: შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ), რამაზ დარჩიძემ (55 კგ) და შოთა ფარტენაძემ (60 კგ).
შმაგი ბოქვაძემ (66 კგ) ტურნირის მეორე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რამაზ დარჩიძე კი შეჯიბრების დასკვნით დღეს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. რეპეშაჟის ფინალში იჭიდავა შოთა ფარტენაძემაც (60 კგ), თუმცა ბრძოლაში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანად იჭიდავა ლადო შავაძემ (63 კგ), რომელიც წაუგებლად დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს. ფინალში მან აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაიევი 2:1 დაამარცხა.
“აზერბაიჯანის ფედერაციის თასი”
ბაქო. 19-22 აპრილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
ჭაბუკები
ლადო შავაძე (63 კგ) – ოქრო
ირაკლი ძიმისტარიშვილი (42 კგ) – ბრინჯაო
რომან ლომინაძე (54 კგ) – ბრინჯაო
გიორგი მარშანია (100 კგ) – ბრინჯაო
ახალგაზრდები
შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) – ვერცხლი
ლაშა გობაძე (84 კგ) – ვერცხლი
სამუკა დარჩია (120 კგ) – ვერცხლი
გელა ბოლქვაძე (74 კგ) - ბრინჯაო
ნიკოლოზ კახეიშვილი (96 კგ) – ბრინჯაო
ზურაბ გედეხაური (120 კგ) – ბრინჯაო
თავისუფალი ჭიდაობა
ჭაბუკები
რამაზ თურმანიძე (42 კგ) – ვერცხლი
მექი სიმონია (76 კგ) – ვერცხლი
ალექსანდრე ლომინაძე (50 კგ) – ბრინჯაო
გოგა მამიაური (58 კგ) – ბრინჯაო
ლევან ინასარიძე (63 კგ) – ბრინჯაო
ახალგაზრდები
რამაზ დარჩიძე (55 კგ) – ბრინჯაო
<< დაბრუნება | 2014-04-26 |