სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებენ

ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებენ

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავეები ნუგზარ წურწუმია (42 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) 15-16 ივლისს სლოვაკეთის ქალაქ სნინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

 

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებების სრული შემადგენლობა შემდეგნაირია:

 

თავისუფალი ჭიდაობა:

42 - გიორგი ხაჩიძე

46 - თეიმურაზ ვანიშვილი

50 - ალექსანდრე კილაძე

54 - შმაგი თოდუა

58 - მამუკა ჩაჩუა

63 - ივერი ჯულაყიძე

69 - ნიკა კენჩაძე

76 - მექი სიმონია

85 - მოგელი მეზვრიშვილი

100 - გივი მაჭარაშვილი

მწვრთნელები: გიორგი იანტბელიძე, კახაბერ დობორჯგინიძე, ლაშა ქეთიშვილი, თენგიზ კიკაბიძე

 

ბერძნულ-რომაული:

42 - ნუგზარ წურწუმია

46 - ლერი აბულაძე

50 - ჯონი ხეცურიანი

54 - დავით მარკოიძე

58 - გიორგი კურტანიძე

63 - ნიკოლოზ ჭიკაიძე

69 - დემურ ქავთარაძე

76 - გურამ ხეცურიანი

85 - დავით გოგიძე

100 - ზვიად პატარიძე

მწვრთნელები: დავით ბედინაძე, ვაჟა კრავეიშვილი, ზაზა ჯიბლაძე, გელა ჯანელიძე.

 

ჩემპიონატის პირველ დღეს გამარჯვებულები 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო 16 ივლისს - 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამებში.

<< დაბრუნება 2014-07-14