სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მსოფლიოს ჩემპიონატზე ზვიად პატარიძე ოქროს მედალოსანი გახდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ზვიად პატარიძე ოქროს მედალოსანი გახდა

სლოვაკეთის ქალაქ სნინაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ზვიად პატარიძე (100 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელ სავიდ ფეიზიევს შეხვდა და 7:0 დაამარცხა. მანამდე კი ბრაზილიელ რაფაელ ფილიოს, ყირგიზ კიმ რომანსა და ბულგარელ რადოსლავ გეორგიევს აჯობა.

ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედალი მოიპოვა ჯონი ხეცურიანმაც (50 კგ), ხოლო ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

16 ივლისს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები სპორტსმენი ნუგზარ წურწუმია (42 კგ), ლერი აბულაძე (46 კგ), დემურ ქავთარაძე (69 კგ), გურამ ხეცურიანი (76 კგ) და დავით გოგიძე (85 კგ).

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

სნინა. სლოვაკეთი

15 ივლისი

 

 50 კგ

1 ჯონი ხეცურიანი (საქართველო)

2 აღანიაჩარ მოჰამადრეზა (ირანი)

3 ჰავარდ იორგენსენი (ნორვეგია)

3 ოლექსანდრ გრუშინი (უკრაინა)

 

 54 კგ

1 იერნურ ფიდახმეტოვი (ყაზახეთი)

2 ედგარ ტამაზიანი (სომხეთი)

3 კერიმ კაზაკბაევი (ყირგიზეთი)

3 ერკემ ოზთურქი (თურქეთი)

 

 58 კგ

1 არსლან ზუბაიროვი (რუსეთი)

2 ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა)

3 ირიჰეჩ ბოტეზ მიჰაი (რუმინეთი)

3 აბდევალი კერამატი (ირანი)

 

 63 კგ

1 მატიას ლიპასტი (ფინეთი)

2 ლუკა ორლოვი (ყირგიზეთი)

3 ნიკოლოზ ჭიკაიძე (საქართველო)

3 არმან ბაღდასარიანი (სომხეთი)

 

100 კგ

1 ზვიად პატარიძე (საქართველო)

2 სავიდ ფეიზიევი (აზერბაიჯანი)

3 რომან კიმი (ყირგიზეთი)

3 არსენ სიჩოვ-ბოპამბე (ბელარუსი)

 

<< დაბრუნება 2014-07-16